ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი ერთი საათით შემცირდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის მეშვიდე მონაკვეთზე მიწის სამუშაოები და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
„ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით შემცირდება. ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.