ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი დისიდენტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს,