სამართალდამცველებმა გუმათში, რკინის ჯებირები აღმართეს
რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზებაა. სამართალდამცველებმა გუმათში, რკინის ჯებირები აღმართეს.
შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დღეს კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი რიონის ხეობის შესასვლელის ბლოკირებას და კომპანია “ენკასთვის” სამუშაოებში ხელის შეშლას გეგმავენ.