სოზარ სუბარი: “ქართუ ჯგუფის” დახმარებით ვარძია განადგურებას გადაურჩა

„ქართუ“ ჯგუფის დახმარებით, ვარძია განადგურებას გადაურჩა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ვარძიის კონსერვაციის პროგრამისთვის ევროპა ნოსტრას პრიზის გადაცემას.

მისი თქმით, მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.

„ქართუ“ ჯგუფის დახმარებით, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი ვარძია განადგურებას გადაურჩა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილი სანომინაციო განაცხადი გახდა კონსერვაციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან – ფონდ „ქართუ”-სა და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენმა მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები