“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალიდან ისევ რიონის ხეობაში ბრუნდებიან

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხვალიდან დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. შესაბამისი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააკეთა.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში აქციის მონაწილეები მეორე დღეა იმყოფებიან და რესპუბლიკის მოედანზე  კარვები აქვთ გაშლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები