აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქობულეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მოადგილე ზაზა დიასამიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ეწვია და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“საწარმო ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისგან აწარმოებს საკონსერვო პროდუქციას, აჯიკას და სხვადასხვა სახის საწებელს, პირველ წელს იგეგმება 11 000 ქილის, ხოლო მეორე წელს 23 000 ქილის საკონსერვო პროდუქციის წარმოება. ასევვე საწარმო სამომავლოდ გეგმავს მაღალი ხარისხის კვების პროდუქციის წარმოებას, რომელიც აჭარაში არსებული ტრადიციებით დამზადდება.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება შეადგენს 92 525 ლარს.

საწარმოს გახსნას ასევე ესწრებოდნენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები