“მძღოლების პროტესტი უკავშირდება საწვავის გაძვირებას და პანდემიის გამო შეკვეთების შემცირებას, თუმცა არცერთ ამ მოვლენასთან „მაქსიმს” საერთო არაფერი აქვს”

მძღოლების პროტესტი უკავშირდება საწვავის გაძვირებას და პანდემიის გამო შეკვეთების შემცირებას. თუმცა არცერთ ამ მოვლენასთან „მაქსიმს” საერთო არაფერი აქვს, – ასე გამოეხმაურა კომპანია “მაქსიმი” ქუთაისში ტაქსის მძღოლების აქციას.

კომპანიის ინფორმაციით, აქ არ არის მარტივი გამოსავალი. ტაქსით მომსახურებაზე ფასის გაზრდა გამოიწვევს მგზავრობების რაოდენობისა და მძღოლების შემოსავლის შემცირებას.

“ფასწარმოქმნის პროგრამული ალგორითმების გარდა სერვის „მაქსიმში” მოქმედებს შეთანხმების მექანიზმი, როდესაც მგზავრს შეუძლია პირდაპირ მოსთხოვოს მძღოლებს თავიანთი ფასი და აირჩიოს ის, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მგზავრები უარს ამბობენ ისეთ შეთავაზებებზე, სადაც მძღოლები ძალიან ზრდიან ფასებს, ამ მოდელით განხორციელებული მგზავრობების ფასები კი ახლოსაა ავტომატურად გაანგარიშებულ ფასებთან.

გასათვალისწინებელია, რომ ტაქსით მგზავრობის ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით, იმით, თუ რამდენად თანხმდებიან მგზავრი და მძღოლი მგზავრობაზე. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მგზავრობა უბრალოდ არ შედგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები