პროექტის „გააციფრულე საქართველო“ ფარგლებში, ბოლნისში ციფრულმა მოხალისეებმა ტრენინგი გამართეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციოდარბაზში ციფრულმა მოხალისეებმა, პროექტის გააციფრულე საქართველოფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართეს. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ტრენინგზე ციფრულმა მოხალისეებმა მერის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს Google Map-ისა და Google My Business-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ტური, სადაც ახალგაზრდებმა ქალაქ ბოლნისში მდებარე ისტორიული შენობები და ადგილობრივი ბიზნესები Google Map-ზე დაიტანეს.

“პროექტსგააციფრულე საქართველო“ ა(ა)იპაი“, USAID-ის პროექტზრდა“-ს ფინანსური მხარდაჭერით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, „გუგლთანდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გააციფრულე საქართველოსმიზანია ციფრული მისიონერების დახმარებით, Google Map-ზე საქართველოს მასშტაბით არსებული ბიზნესებისა და სხვადასხვა ობიექტის დატანა და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება მოხდეს. ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, Google-მა ციფრული მოხალისეები გადაამზადა, რომლებიც თავიანთ ცოდნას მთელი საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს, ანუ ციფრულ მისიონერებს გადასცემენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები