მკვლელობა მარნეულში – პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს – 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები