სოფელ ღორჯომში რამაზ ქათამაძის სახელობის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში

სოფელ ღორჯომში რამაზ ქათამაძის სახელობის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ღორჯომის ახალგაზრდულო ორგანიზაცია ,,ნაომარი“-ს ორგანიზებით, რამაზ ქათამაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში სულ 7 გუნდი მონაწილეობდა.

დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ I ადგილი ,,ნაომარი“-ს გუნდმა მოიპოვა, II ადგილს სოფ, ,,წინწკალაშვილების“ გუნდი დასჯერდა, ხოლო III ადგილს სოფელ გორგაძეების გუნდი დაეუფლა.

ტურნირის მონაწილეებს ხულოს მერიისგან საფეხბურთო ფორმები, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები