ხულოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა გრძელდება
ხულოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა გრძელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან 10 წვევამდელი იქნა გაწვეული, რომლებიც სამედიცინო შემოწმებას ქ. თბილისში, საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გაივლიან და ჯანმრთელი წვევამდელები ჩაირიცხებიან საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფებში.