გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ყაზბეგისა და დუშეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტორენერგია შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი.
10:00-დან 14:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფანშეტი, გველეთი და დაბა სტეფანწმინდაში.
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდება დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურს და სოფლებს ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, დოლასქედი, წინა მხარი, მაქართა, წიფორი, ჭიკაანი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ზემო ხორხი, კორშა, შარახევი, გუდრუხი, წიფრანი, სონდისველა, თხილიანა, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.