თუშეთში, სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი საავადმყოფოში გადაჰყავთ

ფშაველი – აბანო- ომალოს 47- ე კილომეტრზე, სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი იპოვეს.მაშველებმა შუახნის კაცი უკვე ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, ის კონტაქტურია, თუმცა სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.

დაშავებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადა თელავის საავადმყოფოში მოათავსებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ იმ დროს მოხდა, როცა მწყემსი ცხვარს მთაში მიერეკებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები