სოფელ ბაღდათში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ბაღდათში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, მოადგილესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ბაღდათის 1140 გრძივი მეტრი მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებისათვის – 512 000 ლარია გამოყოფილი. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდები.
წელს, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულის სხვადასხვა სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდიდან, ჯამში, 7 194 022 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები