თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 000 ძირი ყვავილი, 490 ძირი მრავალწლიანი ნარგავი ( 1 მეტრი და ზემოთ სიმაღლის ) და 1 000 ძირი ტუია დაირგვება.
მიმდინარე სამუშაოებზე 21 200 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს შ.პ.ს. თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები