დღეიდან საქართველოში “სინოვაკით” ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან “სინოვაკით” აცრა დაიწყო. რიგით მეოთხე მწარმოებლის ვაქცინაზე დარეგისტრირებულია 14 300 მსურველი, რეგიონებისგან განსხვავებით თბილისში ადგილები შევსებულია. პროცესი 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მედიკოსების ცნობით, ამისთვის შესაბამის კლინიკებში ამცრელი ბრიგადები და კაბინეტები ეტაპობრივად დაემატება. საქართველოს “სინოვაკის” ასი ათასი დოზა აქვს.

“სინოფარმის” მსგავსად “სინოვაკიც” ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზეა დამყარებული და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები