ტიტე აროშიძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩის N36-ისა და მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა
ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ მორიგი შეხვედრა გორგილაძის ქუჩის N36-ისა და მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებთან გამართა, – ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
როგორც მათივე ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქეებმა, ძირითადად, ყოფით გამოწვევებზე, ეზოების მოწესრიგება-კეთილმოწყობაზე, საბავშვო ატრაქციონების სიმცირეზე და რიგ სხვა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
„ტიტე აროშიძემ შეკრებილებს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვისა და სხვა პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. უმაღლესი საბჭოს წევრი შეხვედრის მონაწილეებს, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას და შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.