“მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის ფარგლებში ლანჩხუთში შეხვედრა გაიმართა

ლანჩხუთში “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” ლანჩუთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობასა და მუნიციპალიტეტის დონეზე, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
“პროექტის ორგანიზატორები „უნარები წარმატებისთვის – Skills for Success” ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შერჩეულ მონაწილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, პროექტის ფარგლებში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობასა და მათ მოლოდინებზე.
პროექტის მონაწილეები საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას” გაივლიან.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები