ზუგდიდში 60 წლის ქალი დააღაჩაღეს
ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აქვს.ქალს სათანდო მკურნალობა და კვლევები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება.
„მდგომარება სტაბილურია, თუმცა მძიმე. იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ველოდებით კვლევის პასუხებს. ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, აპარატზე არ არის“,- განაცხადეს საავადმყოფოში.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი – 179-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.