თეთრიწყაროს საბავშვო თეატრალური სტუდიის “ვოდევილის” პირველი ჯგუფი ახმეტელის თეატრში იმყოფებოდა

თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის სახელოვნებო განყოფილებაში მოქმედი  საბავშვო თეატრალური სტუდიის “ვოდევილი” მოსწავლეების პირველი ჯგუფი ახმეტელის თეატრში იმყოფებოდა, სადაც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, აზერბაიჯანელი რეჟისორის – ირადა გოზალოვას მიერ დადგმულ სპექტაკლს – ,,ჰელადოსი“ დაესწრო.

ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სპექტაკლის დასასრულს მსახიობებმა, სტუდია – ,,ვოდევილის” სამხატვრო ხელმძღვანელი, მოსწავლეებთან ერთად,  სცენაზე მიიწვიეს.

“სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა ახმეტელის თეატრის მსახიობებს პროფესიონალურად შესრულებული როლებისთვის, ასევე თეთრიწყაროს კულტურის და სპორტის ცენტრს თანადგომისთვის და აღნიშნა რომ ცენტრიკოვიდ პანდემიის მიუხედავად, მუდმივად ზრუნავს მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.

ახმეტელის თეატრის მსახიობები პირადად გაესაუბრნენ გამოცდილების გასაზიარებლად მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს და აღნიშნული სპექტაკლის – ,,ჰელადოსი“-ს პიესაც გადასცეს საჩუქრად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები