კასპში, მტკვარში 60 წლამდე კაცს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

ადგილობრივების თქმით, 60 წლამდე კაცი გუშინ მეტეხის ხიდთან პირუტყვს მწყემსავდა, მტკვარში ჩავიდა და გაუჩინარდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაციაში 50 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი, 3 მცურავი საშუალება და დრონია ჩართული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები