„ქართული ოცნების” ლიდერები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ
22-23 მაისს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი – კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი – მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი – დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
სხვადასხვა თემასთან ერთად, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. 22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს – ქალაქ ზუგდიდში.