აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო შერატონში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ციტრუსის საკონსოლიდაციო ცენტრებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სამინისტროს თანამშრომლები და ციტრუსის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელები.

სამინისტროს ინფორმაციით,  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ექსპერტებმა აჭარაში მოქმედ 17-მდე ციტრუსის საკონსოლიდაციო ცენტრში HACCP-ის სისტემის დანერგვის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით არსებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დეტალური კვლევა განახორციელეს.

HACCP სისტემის დანერგვა, სამომავლოდ ხელს შეუწყობს, აჭარაში მოქმედ საკონსოლიდაციო ცენტრების ეფექტურ ფუნქციონირებას და ციტრუსის, როგორც რეგიონის ძირითადი საექსპორტო კულტურის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები