გეგმური სამუშაოების გამო დუშეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მჭადიჯვარი, ახალშენი, ქვიტირის წყარო, ციხევდავი, ბურღულები, ბუჩუნტლიანი, ზემო შუახევი, წიწამურა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.