რუსთავში ჭყნდიდელის დასახლებაში 30 შიდა ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება რუსთავში. პროექტი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში-ჭყონდიდელის დასახლებაში 30  შიდა ეზოს რეაბილიტაციას და შიდა და გარე საკანალიზაციო ქსელის აღდგენას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილე, ბესიკ ტოგონიძესთან  ერთად გაეცნო.

,, ეს რუსთავის ერთ-ერთი ძველი უბანია, ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ჭყონდიდელის დასახლების ინფრასტრქუტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ პროექტებში მოხვდეს, რადგან ამ ტერიტორიას, ათწლეულების განმავლობაში არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ბოლო წლებში აქ არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ახლაც რჩეულიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის და ბერიტაშვილის ქუჩებზე შიდა ეზოების ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. მსგავსი პროექტები,  გარდა ინფრასტრტუქტურული დანიშნულებისა, ჰაერის მართვის გეგმის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებასაც მოიცავს, რადგან ეზოების, გზების და ტრიტუარების მოწესრიგება ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია”-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ჭყონდიდელის დასახლების შიდა ეზოების რეაბილიტაციის  პროექტის ღირებულება 1 მლნ 732 122 ლარს შეადგენს და რეგიონული განვითარებისფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტისთანადაფინანსებით ხორციელდება. წლის ბოლომდე რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები