ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე “სინოფარმით” აიცრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში აიცრა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ იგი საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.