როგორია გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 588 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 25, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 334 705 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 315 254, გარდაიცვალა 4 540 პაციენტი.