მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შუახევის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებით გაიხსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შუახევის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებით გაიხსნა.

კვირეულის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხაბელაშვილების ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა.
მუზეუმის თანამშრომლებს აღნიშნული თარიღი მიულოცა და სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ომარ ტაკიძემ სტუმრებთან ერთად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერა, სადაც დაცულია ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, თიხის, სპილენძის, რკინის, ხის საოჯახო ჭურჭელი, არქეოლოგიური, მემორიალური, მუსიკალური, საცნობარო და ფოტო მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.

მუზეუმის მნიშვნელობასა და ისტორიაზე, უძველესი კოლხური რკინის მეტალურგიის ისტორიაზე ისაუბრეს ხაბელაშვილების მუზეუმის წარმომადგენელმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, კულტურის ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის წარმომადგენლები, ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2021 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები