ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი კომპანიის ოფისში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო
ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, კომპანია “ბეშიქ თაქშ გრუპის” ოფისში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, აღნიშნული კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და კომპანიის ინვენტარი დააზიანეს, ასევე იქ მყოფ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარის გამო, ერთ-ერთი მეზღვაურის დედა და ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანა. ამ დროისათვის შენობაში სიმშვიდეა.
ცნობისთვის, ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები აღნიშნული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებს, რომ დასაქმების მიზნით 30-მდე მეზღვაურის თანხა კომპანიამ მიითვისა, პასუხისმგებელი პირები კი მეზღვაურებს ემალებიან.
თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ისინი თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობენ.