სოფელ ვაქირში სამელიორაციო არხები წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ
ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, საირიგაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 3500 მეტრი სიგრძის ორმაგი დანიშნულების, სადრენაჟე და სარწყავი არხები იწმინდება.
მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სოფელ ვაქირში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ჭარბი წყლისგან დაცვას, ხოლო 45 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.
სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები