ბესიკ ამირანაშვილი: გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს -სკოლის დამთავრებას, ჩვენი რეგიონის ახლგაზრდები ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებთან ერთად, არსებული რეგულაციების დაცვით, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს -სკოლის დამთავრებას, ჩვენი რეგიონის ახლგაზრდები ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ყველა ერთად ვიამაყებთ მაღალი შედეგებით.

ქვეყანას სჭირდება თითოეული თქვენთაგანი თქვენი შესაძლებლობებით და გისურვებთ ამ შესაძლებლობების რეალიზებას“,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები