სამეგრელო-ზემო სვანეთი – 109, იმერეთი – 103 – კოვიდსტატისტიკა საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარაში – 83, იმერეთში – 103, ქვემო ქართლში – 57, შიდა ქართლში – 40, გურიაში – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 109, კახეთში – 46, მცხეთა-მთიანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 302, აჭარაში – 486, იმერეთში – 542. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. 689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 371 – თბილისში, 281- აჭარაში. 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველო, კოვიდსტატისტიკა