აბაშის მერის მოადგილე და საზ. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია და აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი, მადონა ქოიავა კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“ და სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდათ მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.



