დაავადებული პომიდორი და კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

tomtato-plant-info-growing-a-grafted-tomato-potato-plant-1 KansasTeamNutrition.org

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების, ხილ-ბოსტნეულით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებში, მავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები