ონში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი დროებითი კომისიის შეხვედრა გაიმართა

ონში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს გაიმართა.

შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის  რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდა. სამუშაო ჯგუფმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საჭირო ღონისძიებეზე იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში წაქქცია ხეები, დააზიანა ელექტოგადამცემი სადენები და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები