ვაშლოვანში, ე.წ. სატბაოს ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ხულოს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანში, ე.წ. სატბაოს ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია
არსებული ფანჩატურების დემონტაჟი, 4 ახალი ფანჩატურის მოწყობა, მათ შორის ერთი ფანჩატური გაიდება მდინარეზე;
მდინარის ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება;
ხიდის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კაპიტალური შემოღობვა;
სანიაღვრე არხის მოწყობა;
არსებული წყაროს კეთილმოწყობა.
პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 70 000 ლარი.