სუსი: საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა გიგა ოთხოზორიასსასტიკი მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიასსასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიასმკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით, კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები