ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების შესახებ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გააკეთა.
კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ მოხსენებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი წარდგა.
“ბოლნისმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. პირადად მე კანომდებლებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებულ ხარვეზები გავაცანი. ჩვენთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ქვეყნის საკანომდებლო ორგანოსთან მჭიდრო დანაყოფიერი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენტთან ურთიერთობით მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო კანონპროექტების შემუშავება ხდება, რაც თითოეული თვითმმართველობის სწრაფ და ეფექტურ განვითარებას განაპირობებს”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.
ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა.
კომიტეტის გასვლით ხსდომაზე მოხსენებით ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, დასაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია წარდგნენ. სხდომას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა. გასვლითი კომიტეტის სხდომას ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები და ელიას მთაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.