ხობში გაზიფიცირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაზიფიცირებაზე ტენდერი გამოცხადდა.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების (ბია-საშონიო, ზემო ბია, გაღმა საჯიჯაო, ზენი, ზუბი, ჯაპიშაქარი, გაშფერდი) გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://tenders.procurement.gov.ge/public/”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები