ამბროლაურში კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი დასრულების ეტაპზეა და მისი ღირებულება1 320 000 ლარს შეადგენს.
ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.
ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.