ონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მინდინარეობს

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში წააქცია ხეებიდააზიანა ელექტროგადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა საურავები.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისიამიმდინარეობს ზარალის დათვლა.

პარალელურ რეჟიმში დაწყებულია საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები.

რაჭალეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძემოადგილეებთან და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონებში იმყოფებოდა.

რწმუნებული ადგილზე გაეცნო სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისიის მუშაობას და გაესაუბრა დაზარალებულ მოსახლეობას.
რეგიონის და ადგილობრივი ხელმძღვამელობის თქმით, დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები იქნება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულებული, ასევე მოხდება, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამატებითი ზარალის თავიდან არიდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები