გიორგი სურმანიძე – მევენახეობის განვითრება რეგიონში ხელს შეუწყობს ფერმერების სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას

სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ მოადგილე ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას სანერგე მეურნეობაში წარმოებული ვაზის სანერგე მეურნეობა მოინახულა.

სანერგე მეურნეობაში ვაზის 6 ჯიშის 30 000-მდე ნერგია გამოყვანილი, რომელიც 25 მაისიდან მევენახეობით დაინტერესებულ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ვაზის სხვადასხვა ჯიშებს და შეღავათიან ფასად შეიძინონ მათთვის სასურველი ნერგები.

ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები