გიორგი სურმანიძე: აუცილებელია სასათბურე მეურნეობების განვითარება
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოადგილესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, 2.5 ჰა ფართობზე განთავსებული სასათბურე მეურნეობა მოინახულა. მიმდინარე წელს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ განხორციელდა მის სარგებლობაში არსებული სასათბურე პარკის გაიჯარება.
“სასათბურე მეურნეობის განვითარება წარმოადგენს ფერმერულ მეურნეობებში საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოების ხელშეწყობას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რაც გაზრდის ფინანსურ შემოსავლებს და შემოტანილ ბოსტნეულს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს რეგიონში წარმოებული პროდუქციით. ღია გრუნტში წარმოებული ბოსტნეული სეზონური ხასიათისაა და მხოლოდ ზაფხულის პერიოდის შემჭიდროვებული ვადებით შემოიფარგლება სწორედ ამიტომ აუცილებელია სასათბურე მეურნეობების განვითარება,”- განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
მოიჯარის მიერ სასათბურე მეურნეობაში დარგულია ბოსტნეულის სხვადსხვა (კიტრი, ბადრიჯანი, სალათის ფურცელი) კულტურები, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზრებზე განხორციელდება. მეურნეობაში დასაქმებულია 30 – მდე ადგილობრივი მკვიდრი.