გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში, ე.წ. მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქეს დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა.
30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, რაშიდ კანჯი-ოღლს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელი არავის დაუსჯია.