ხულოს მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილეებიც ესწრებოდნენ განხილული იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები. მერმა სამსახურის უფროსებისგან პირადად მოისმინა მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია და იმსჯელეს სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე.

როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დაგეგმილი პროგრამა და პროექტი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„მიმდინარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიუჯეტი როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ნაწილში“- განაცხადა ვახტანგ ბერიძე.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები