ქუთაისში #5 ავტობუსის მარშრუტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა

ქუთაისში 8 მაისიდან, #5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სვლაგეზი მოსახლეობის თხოვნის და ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა.
#5 ავტობუსი გუმათის დასახლებას, ჭავჭავაძის გამზირს, ასათიანის, ფალიაშვილის და დუმბაძის ქუჩებს დააკავშირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუმათის დასახლებაში ავტობუსი რამდენიმე ათეული წელი არ მოძრაობდა.
„უკვე მეორე დღეა ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში ამოქმედდა სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა. ამავდროულად, ჩვენ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად, ვმუშაობთ სვლაგეზების ოპტიმიზაციაზე. დღეს, ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად, ვიმგზავრე #5 ავტობუსით, რომელიც ახალი სვლაგეზით მოძრაობს და ვაკისუბანს გუმათის დასახლებასთან დააკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გუმათის დასახლებაში ათწლეულებია მუნიციპალური ავტობუსი არ დადიოდა და მოსახლეობა ამ სიახლით კმაყოფილია.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები