საჩხერეში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის საირხისა და ქორეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ “კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის საფარი სოფელ ქორეთში გაბაძეების უბნიდან, სოფელ საირხის ბოლომდე მოეწყობა. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.