გურჯანიის საკრებულოს თავმჯდომარე “სინოფარმით” აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის აქციას, დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილიც შეუერთდა და აცრა ჩინური სინოფარმის ანტიდოტით ჩაიტარა. ამის შესახებ “კვირას” გურჯანიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, უფრო აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში,რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება მსოფლიო პანდემიის დამარცხება,რაც ქვეყანას ნორმალური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მოგვცემს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები