გიორგი სურმანიძე: მეკალმახეობის განვითარების ხელშეწყობა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის საკვების საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ “კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ცნობით, თევზის საკვების საწარმო წელიწადში 20 ტონა თევზის მაღალხარისხიან საკვებს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულია 6 ადგილობრივი მკვიდრი.
“სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება 51996 ლარია.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას,ასევე მინისტრის მოადგილე თენგიზ ირემაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.