არჩილ თალაკვაძე დმანისის მოვლენებზე: ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს, ძალადობა არის მიუღებელი

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა არის მიუღებელი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეთნიკური წარმოშობის არის ესა თუ ის ადამიანი და აქაც სახელმწიფო ამ ინციდენტს, კანონდარღვევას სწორედ ასე მიუდგა და გუშინ ნახეთ, რომ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„დმანისში ინციდენტი ამოწურულია, მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს საქმის კეთებაში შევეჯიბროთ, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას, რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, ხედავთ, რომ დარჩა თამაშგარეთ და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, 16 მაისს ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები